The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით მამისეიშვილი

დავით მამისეიშვილი
Date of birth:24 July, 1978  (46 years)
Category:Public official, Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტი 2000 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

2000-2001წწ. გაიარა სამხედრო-სავალდებულო სამსახური საქართველოს თავდაცვის სამინისტროს N12131 სამხედრო ნაწილის შემადგენლობაში; 2002-2004წწ. - საქართველოს შსს საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო საგამოძიებო სამსახურში გამომძიებელი; 2004-2005წწ. - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველოში გამომძიებელი; 2005 წლის მაისიდან ნოემბრამდე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოში გამომძიებელი; 2005-2007წწ. - შიდა ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი, ხოლო რეორგანიზაციის შემდეგ - შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი; 2008-2009წწ. - ქედის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე, ამასთან მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა შუახევის რაიონულ სასამართლოში; 2009-2013წწ. - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2009-2012წწ. - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე; 2013-2016წწ. - ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე; 2016 წლის ივლისიდან სექტემბრამდე - ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2016 წლის აგვისტოდან დაეკისრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება; 2016-2021წწ. - ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2017 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. 2021 წლიდან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის საქმეთა პალატის მოსამართლე; 2024 წლის 10 ოქტომბრიდან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


Share: