Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბონდო გაგნიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ირი, ონის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 1956 წლიდან თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" საინფორმაციო განყოფილების უფროსად. 1989 წელს ჩაირიცხა მოსკოვის მსოფლიო ლიტერატურის ინსტიტუტში (პუბლიცისტიკის განხრით). 1990 წელს დააარსა ფირმა "თხის რქა" და საცხოვრებლად გადავიდა სოფელ ირში, სადაც ხელი მიჰყო მეცხოველეობას. არის ავტორი წიგნებისა: "იპოლიტე ხვიჩია", "შავლეგო", "ეძიე ვარსკვლავი შენი". მან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით დაბეჭდა გიორგი მთაწმინდელის "ახალი აღთქმა" და პარალელურად დააარსა გაზეთი "რაეო". გაზეთი საქართველოს ყველა კუთხიდან ირჩევდა წლის საუკეთესო ადამიანებს და აჯილდოებდა მათ მკითხველთან ერთად. რედაქციაში ტარდებოდა საგვარეულო შეკრებები. იყო გამომცემლობა "რაეოს" და სრულიად საქართველოს გაზეთ "რაეოს" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. წყარო: დიდებული ადამიანები : ღირსეული ადამიანების ცხოვრება და ღვაწლი. ტ. 1 / ელგუჯა მგელაძე. -თბ., ლეთა, 2017. -გვ.27-51 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |