The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელგუჯა ავსაჯანიშვილი

ელგუჯა ავსაჯანიშვილი
დაბადების თარიღი:20 თებერვალი, 1949
გარდაცვ. თარიღი:2 ოქტომბერი, 1992  (43 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ძმათა სასაფლაო, გაგრა
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1968-1970 წლებში მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური. 1970-1973 წლებში სწავლობდა თბილისის მანქანათმშენებლობის ტექნიკუმში. 1988 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ მოძრაობაში. ზემდეგი (ლეიტენანტი) ელგუჯა ავსაჯანიშვილი 1992 წლის 1 ივნისიდან მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების განსაკუთრებული დანიშნულების ბატალიონში ტექნიკური ნაწილის საავტომობილო სამსახურის უფროსად, ამავე წლის 14 ივლისიდან 15 სექტემბრამდე მონაწილეობდა ცხინვალის რეგიონში შესულ სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში. 1992 წლის 19 სექტემბრიდან მონაწილეობდა აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში, კერძოდ ქალაქ გაგრაში. 1992 წლის 2 ოქტომბერს დაიღუპა ქ. გაგრის დაცვისათვის წარმოებულ ბრძოლაში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.45-46

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1993 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: