Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელგუჯა ავსაჯანიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1968-1970 წლებში მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური. 1970-1973 წლებში სწავლობდა თბილისის მანქანათმშენებლობის ტექნიკუმში. 1988 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ მოძრაობაში. ზემდეგი (ლეიტენანტი) ელგუჯა ავსაჯანიშვილი 1992 წლის 1 ივნისიდან მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების განსაკუთრებული დანიშნულების ბატალიონში ტექნიკური ნაწილის საავტომობილო სამსახურის უფროსად, ამავე წლის 14 ივლისიდან 15 სექტემბრამდე მონაწილეობდა ცხინვალის რეგიონში შესულ სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში. 1992 წლის 19 სექტემბრიდან მონაწილეობდა აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში, კერძოდ ქალაქ გაგრაში. 1992 წლის 2 ოქტომბერს დაიღუპა ქ. გაგრის დაცვისათვის წარმოებულ ბრძოლაში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.45-46 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |