Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მერაბ ძნელაძე![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი არქეოლოგის, ისტორიკოსის, პედაგოგის კვალიფიკაციით 1976 წელს; საქართვლოს მეცნიერებთა აკადემიის არქეოლოგიის კვლევის ცენტრის ასპირანტურა 1998 წელს. 1975-2004წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1992-2002წწ. ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს სამეცნიერო განყოფილების მთავარი სპეციალისტი, სამეცნიერო განყოფილების გამგე; 1998-2002წწ. ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორი; 2006 წლიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმი ოთარ ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ცენტრი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2016 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი. 100-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ისტორიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2016). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |