The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალეკა მგელაძე

ალეკა მგელაძე
Legal name:ალექსანდრე მგელაძე
Date of birth:1 November, 1914  (110 years)
Category:Poet, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ზომლეთი, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის კავშირგაბმულობის ინსტიტუტი ენერგეტიკის განხრით.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ოზურგეთის რაიონის მაღალი ეწერის ჩაის ფაბრიკაში უფროსი ელექტრიკოსის თანამდებობაზე. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ის არმიაში გაიწვიეს. იბრძოდა ყირიმში, უკრაინაში, ბელორუსიაში, პოლონეთში, გერმანიაში. გამორჩეული საზრიანობისა და მამაცობისათვის დაჯილდოებული იყო ორი ორდენითა და მრავალი მედლით. ომის დამთავრების შემდეგ იგი მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა. 1947 წელს ის დაინიშნა ჩოხატაურის რაიონის ელექტროქსელების უფროსად. შემდგომ ის დაწინაურებულ იქნა ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გაერთიანებული ელექტროქსელების უფროსად. სწორედ ამ წლებში მოხდა ამ რაიონების სოფლებისა და დასახლებული პუნქტების ძირითადი ნაწილის ელექტროფიცირება, რაშიც უდიდესი წვლილი მან შეიტანა. 1964 წლიდან ის მუშაობდა მახარაძის (ახლანდელი ოზურგეთის) რაიონის სოფელ ნაგომარის ჩაის ფაბრიკაში ელექტროინჟინრის თანამდებობაზე. პენსიაზე გასვლის შემდეგ ის სოფელს დაუბრუნდა, აქტიურ მონაწილეობას იღებდა სოფლის საჭირბოროტო საქმეებში. იყო სოფელ ზომლეთის კოლმეურნეობის პარტიული ორგანიზაციის მდივანი. წერდა ლექსებს. 2014 წლის ნოემბერში ალექსანდრე მგელაძის დაბადებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ცალკე წიგნად გამოიცა მისი ლექსები და ნოველები. 

დიდებული ადამიანები : ღირსეული ადამიანების ცხოვრება და ღვაწლი. ტ. 1 / ელგუჯა მგელაძე. -თბ.,2017. -გვ.171-205

Bibliography

  • ნაჯახირევი : კრებული / ალექსანდრე მგელაძე (Author). - თბილისი, რაეო, 2014. - 272გვ.

Share: