The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თენგიზ დავითაია

თენგიზ დავითაია
Date of birth:7 November, 1929
Date of death:1990  (at 60 years)
Burial location:ქ. სოხუმი
Category:Dancer, Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი:  ქ. სოხუმი.

1946-1955წწ. ცეკვავდა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში; 1955-1957წწ. მუშაობდა საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში; მან მრავალი ცეკვა შეასრულა ანსამბლებში მუშაობის პერიოდში, ცეცხლოვანი "მთიულური", "ფარიკაობა", "ყაზბეგური", "აფხაზური", "კინტოური", "განდაგანა" და სხვა. 1957 წელს დაუბრუნდა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს, როგორც ქორეოგრაფი; მის მიერ სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა კოლექტივში დადგმული ცეკვებიდან გამოსარჩევია: "შეჯიბრი", "წყაროსთან", "მონადირეთა ცეკვა", "აფხაზური ახალგაზრდული" და სხვა. არის საქართველოს ახალგაზრდობის პირველი ფესტივალისა და მხატვრული თვითმოქმედების საკავშირო დათვალიერების ლაურეატი, დაჯილდოებულია მედლით. მიღებული აქვს მრავალი პირველხარისხოვანი სიგელი და დიპლომი. 1964 წლიდან იყო სოხუმის რკინიგზის კულტურის სახლის დირექტორი.

წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.54


Share: