Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გოდერძი ჩხაიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჯუნეწერი, ლანჩხუთის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი 1969 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საამშენებლო ფაკულტეტის დაუსწრებელი განყოფილება 1976 წელს. ლანჩხუთის სკოლის დამთავრების შემდეგ გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში, რომელიც სამი წლის განმავლობაში გაიარა მაშინდელი გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში. მუშაობა დაიწყო სპეციალობით ერთ-ერთ კვლევით ინსტიტუტში, შემდეგ კი სამუშაოდ გადავიდა თბილისის 26 კომისრის რაიონის საბინაო-სამმართველოს სარემონტო-საამშენებლო უბნის უფროსად. მოგვიანებით, როგორც ქალაქის მასშტაბით ყველაზე ჩამორჩენილი რაიონის სარემონტო-საამშენებლო საქმიანობის გასაუმჯობესებლად იგი სპეციალურად მიავლინეს თბილისის მთაწმინდის რაიონში იმავე თანამდებობაზე. 1982 წლიდან სათავეში ჩაუდგა საგარეჯოს რაიონის გომბორის სასოფლო საბჭოში შემავალ სოფელ ვაშლიანში განთავსებულ მებაღეობის ამხანაგობას. წყარო: დიდებული ადამიანები : ღირსეული ადამიანების ცხოვრება და ღვაწლი. ტ. 1 / ელგუჯა მგელაძე. -თბ., 2017. -გვ.452-457
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |