Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რამაზ რაზმაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სალომინაო, ვანის რაიონი. სავალდებულო სამხედრო სამსახური ყაზახეთში გაიარა. დაბრუნების შემდეგ სწავლა განაგრძო ბათუმის საოფიცრო სკოლაში, სადაც მიიღო ლეიტენანტის წოდება. 1989 წელს შევიდა ქუთაისში ჩამოყალიბებულ გვარდიაში, შემდეგ გადავიდა სამხედრო პოლიციაში. 90-იან წლებში სამხედრო საქმეს ასწავლიდა ვანის ილია ჭავჭავაძის სახელობის საშუალო სკოლაში. 1992-1993 წლებში მსახურობდა ქუთაისში, კოპიტნარის აეროპორტში კომენდანტის თანაშემწედ. იბრძოდა ცხინვალში და სოხუმში. დაიღუპა 1993 წლის 10 ივნისს სოხუმის რაიონის სოფელ ზეგანში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.357-360 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |