The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გულნარა კოკოჩაშვილი

გულნარა კოკოჩაშვილი
Other name:ელენე - ნათლობის სახელი
თამარი - ნათლობის სახელი
Date of birth:19 April, 1919
Date of death:December, 1991  (at 72 years)
Burial location:საფიჩხიის სასაფლაო, ქუთაისი
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1941 წელს.

1941 წლის ივლისში ქ. თბილისის ბავშვთა პირველ საავადმყოფოში დაიწყო მუშაობა. ოჯახური პირობების გამო საცხოვრებლად გადავიდა ქ. ქუთაისში და 1944 წლის 1 აპრილს ქუთაისის საევაკუაციო ჰოსპიტალში დაიწყო მუშაობა. მან აქ მიიღო პრაქტიკული გამოცდილება - თერაპიული მკურნალობის გარდა, ქირურგიულ ოპერაციებსაც ატარებდა, გაკეთებული აქვს კიდურების ამპუტაციებიც. 1945 წლის 1 მაისს ის გაამწესეს ბავშვთა პირველ კონსულტაციაში (შემდგომში ბავშვთა მეორე პოლიკლინიკა), სადაც 1962 წლის 16 ნოემბრამდე აგრძელებდა მუშაობას. 1962 წლის 15 ოქტომბრიდან სამუშაოდ პირველ ბაგა-ბაღში გადავიდა. 1969 წლის პირველი ნოემბრიდან მუშაობა დაიწყო ბავშვთა მეორე პოლიკლინიკაში უბნის ექიმის სრულ განაკვეთზე და პარალელურად მუშაობას აგრძელებდა ბაგა-ბაღშიც ნახევარ განაკვეთზე. მოგვიანებით მუშაობდა ბავშვთა პირველ პოლიკლინიკაში. მიღებული აქვს საპატიო სიგელები და ჯილდოები. 

წყარო: ქართველი კათოლიკე ექიმები, ნაწ.1. -თბ., 2024. -გვ.89-94

Awards and Honors

  • 1975 - საქართველოს დამსახურებული ექიმი
  • 1946 - მედალი "სამამულო ომის დროს თავდადებული შრომისთვის"

Share: