Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნანა აკობიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მახურა, ცაგერის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1997 წელს. სტუდენტობის პერიოდიდან მუშაობდა გაზეთებში: "ახალგაზრდა ივერიელი", "დრო", "ახალი თაობა"; სტუდენტობის წლებში დააარსა გაზეთი "ექსპერიმენტი"; რამდენჯერმე იყო მივლინებული აფხაზეთის ომში, როგორც სპეციალური კორესპონდენტი; 1994 წლიდან არის ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი, საიდანაც მიღებული აქვს, "1998 წლის საუკეთესო ჟურნალისტის" სერთიფიკატი; 1999 წლიდან არის გაზეთ "ივერია ექსპრესის" რედაქტორი და ერთ–ერთი დამფუძნებელი; მონაწილეობს ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრის პროექტებში. არის რამდენიმე წიგნის ავტორი (პოეტური და პროზაული კრებულები), მათ შორის ორი პუბლიცისტური: "რაიკომის მდივანი – არადროული მანიფესტაცია" და "ადვოკატი რჩეულიშვილი". გამომცემელი, მედიამკვლევარი. წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.81; გამომცემლობა ინტელექტი: intelekti.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |