Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ამუზაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატის კურსი სპეციალობით ელექტრული სადგურები 2001 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურა სპეციალობით ელექტროენერგიის წარმოება, გადაცემა და განაწილება და მიენიჭა ელექტროენერგეტიკის მაგისტრის ხარისხი 2005 წელს; 2014 წელს მიიღო პროექტის მართვის მაგისტრის სერტიფიკატი ჯორჯვაშინგტონის უნივერსიტეტში (აშშ). 2003–2005წწ. "East Energy Corporation"-ში ხადორის ჰიდროელექტროსადგურის ინჟინერ-ოპერატორი; 2006–2009წწ. "Energy Invest"-ში გარდაბნის აირტურბინული ელექტროსადგურის ცვლის უფროსი; 2009 წლიდან მუშაობდა სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში" სხვადასხვა პოზიციებზე: 2009-2011წწ. ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრის დისპეტჩერი; 2011–2012წწ. ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრის უფროსი დისპეტჩერი; 2012-2013წწ. ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრის მთავარი დისპეტჩერის მოადგილე; 2013 წელს ტექნიკური ინსპექციის სამსახურში უფროსი ინჟინერი; 2013-2016წწ. ქვესადგურების განვითარების პროექტების მენეჯერი, WAM-ის პროექტის მენეჯერი; 2017-2021წწ. დირექტორი დისპეტჩერიზაციის საკითხებში, მმართველთა საბჭოს წევრი; 2021 წლიდან დირექტორი ოპერატიული რეჟიმების და დისპეტჩერიზაციის საკითხებში, დირექტორთა საბჭოს წევრი; 2016-2017წწ. BPCaspian Sea Exploration-ში, პროექტის მენეჯერი. არის 20-ზე მეტი სტატიის ავტორი CIGRE-დიდი ელექტროენერგეტიკულ სისტემების საერთაშორისო საბჭოს ფარგლებში. თანაავტორი წიგნის "CEERC CIGRE" ისტორია (Early electrification andenpowerment of region where current electricity was born). არის 40-მდე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის, სიმპოზიუმისა და ფორუმის მონაწილე: 2019 წელს CIGRE დანიის სიმპოზიუმი, 2021 წელს CIGRE SEERC-ის კონფერენცია, 2022 წელს CIGRE ავსტრიის სიმპოზიუმი, 2023 თურქეთის სიმპოზიუმი, 2024 წელს CIGRE პარიზის სესია. ენერგეტიკოსი. Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |