Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინო მაისურაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კარსანი, მცხეთის რაიონი. რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობდა 1905 წლიდან. უმთავრესად, ტექნიკურ დავალებებს ასრულებდა (მიტინგებსა და წრეების კრებებს იწვევდა. დევნილ რევოლუციონერებს იფარავდა თავის ბინაზე). მის ბინაზე იმალებოდა მეფის მთავრობისაგან დევნილი, არალეგალურად მცხოვრები კობა–იოსებ ჯუღაშვილი (და ისეთი მზრუნველობით ეპყრობოდა ნინო, რომ კობამ ტყვიის ჩაჭრით, ძველი წესის მიხედვით დად გაიფიცა). აქვე ჰქონდათ ბინა დევნილ რევოლუციონერებს ვასილ ჟღენტს, ილია იმერლიშვილს, ვასო ფარესიშვილსა და სხვ. ცნობილი იყო, როგორც მოხერხებული კონსპირატორი, უშიშარი, დაუზარელი და მტკიცე ნებისყოფის, უანგარო, რევოლუციისთვის თავდადებული მუშაკი. რევოლუციური მოღვაწეობისთვის მეფის მთავრობამ 1913 წლის 15 იანვრის შეიპყრო, 10 თვე გამოძიებაში ჰყავდა, რის შემდეგ 8 წლით კატორღა მიუსაჯეს. კატორღიდან დაბრუნდა 1917 წლის რევოლუციის შემდეგ. ციხეში იჯდა შვილთან ერთდ. რევოლუციონერი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.10
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |