Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსი ბერაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბუკნარი, ჩოხატაურის რაიონი. მუშაობდა ჩოხატაურის რაიაღმასკომის საფინანსო განყოფილებაში. 1993 წლის 6 აგვისტოს მოხალისედ წავიდა აფხაზეთში საბრძოლველად. ირიცხებოდა ქუთაისის რეზერვისტთა მესამე ბატალიონის რიგით მებრძოლად. 21 სექტემბერს, მებრძოლებთან ერთად, მივლინებულ იქნა სოხუმში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად. 1993 წლის 26 სექტემბრიდან, სოხუმზე განხორციელებული შეტევის შემდეგ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა. (ამოცნობილ იქნა სოხუმში, "ახალი რაიონში" მე-15 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სამარხიდან ამოღებულ ნეშტებს შორის). 2019 წლის მარტში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში მოხერხდა 1990-იანი წლების კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული ალექსი ბერაძის ნეშტის იდენტიფიცირება. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge; საქართველოს საზოგადოებრივი არხი: 1tv.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |