The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მაია გვრიტიშვილი

Date of birth:19??
Category:Journalist

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1978 წელს; უნივერსიტეტის მეორადი ფაკულტეტი კინომცოდნეობის სპეციალობით.

მუშაობდა საქართველოს რადიოს ახალგაზრდული პროგრამების რედაქციაში, 1979 წელს მიიღეს რედაქტორად. იგი ამზადებდა რადიოპროგრამებს: "სიჭაბუკე", "სამშობლო განა მარტო ლამაზი მთებია!", "მივლინებით საშეფო მშენებლობებზე" და სხვა. 1981 წლიდან გადაიყვანეს პარტიულ სამუშაოზე (სამი წელი იყო ტელევიზიის კომკავშირის კომიტეტის მდივანი); 1985-1992წწ. დანიშნეს რადიოს ახალგაზრდული პროგრამების მთავარ რედაქტორად; 1995 წლიდან მუშაობდა პროფესიონალთა გუნდთან ერთად გაზეთში "სამშობლო ფორტე"; 1997 წლიდან სამედიცინო გადაცემების სახით საქართველოს რადიოს ეთერში სხვადასხვა დროს გადიოდა მისი: "არეალი", "ციტო", "ექიმი გვირჩევს", "იცოცხლეთ, ბატონო", "ოჯახის ექიმი", "სოციალური საათი მრგვალ მაგიდასთან".

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.92

Member of Organizations

  • საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, წევრი

Share: