The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლაშა დოლიძე

ლაშა დოლიძე
Date of birth:1 February, 1975  (50 years)
Category:Economist, Public official

Biography

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ეკონომისტის სპეციალობით 1997 წელს; იყო უილიამსის კოლეჯის (აშშ) განვითარების ეკონომიკის მაგისტრი 2005 წელს; გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, სემინარები: 10.2000 – 11.2000წწ. მსოფლიო ბანკი (მოსკოვი, რუსეთი) ეკონომიკისა და ფინანსური ანალიზის შესავალი კურსი; 01.2001 – 04.2001წწ.  მსოფლიო ბანკი (ვენა, ავსტრია) პრაქტიკული ეკონომიკის კურსი; 2024–2025წწ. სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაცია (ACCA) სხვადასხვა კურსი.

1998–2000წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ეკონომიკური რეფორმების საინფორმაციო ცენტრის მრჩეველი; 2000–2004წწ. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის - საქართველოს პრეზიდენთან არსებული უცხოური ინვესტიციების საკონსულტაციო საბჭოს (FIAC) სამდივნოს გაძლიერების კონსულტანტი; 2007 წელს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის - AgVantage აგრარული პოლიტიკის ანალიზის განყოფილების (APAU) ანალიტიკოსი; 2007 წელს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის - AgVantage აგრარული პოლიტიკის ანალიზის განყოფილების (APAU) დირექტორის მოვალების შემსრულებელი; 2008–2010წწ. ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (MCG) პროექტის - აგრობიზნესის განვითარების აქტივობა (ADA) პროექტის მენეჯერის მოადგილე; 2010–2011წწ. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის (EPI) სოფლის მეურნეობის პოლიტიკის კომპონენტის კონსულტანტი; 2011–2012წწ. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა (EPI) სოფლის მეურნეობის კომპონენტის ხელმძღვანელი; 2013–2014წწ. ევროკავშირის და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების განვითარება თიმ ლიდერის მოადგილე / პროექტის ეროვნული მენეჯერი; 2014–2018წწ. ევროკავშირის და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების განვითარების თიმ ლიდერი / პროექტის ეროვნული მენეჯერი; 2017–2018წწ. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მინისტრის მრჩეველი; 03.2025 წლიდან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მინისტრის მოადგილე.
სოფლის მეურნეობისა და აგრობიზნესის მოკლევადიანი საკონსულტაციო საქმიანობა საქართველოში: 07.2019–11.2019წწ. Land O’Lakes International-ის პროექტის მეცხოველეობის უსაფრთოებისა და ხარისხის ინვესტია (SQIL) ეროვნული ექსპერტი; 05.2021–06.2021წწ. მსოფლიო ბანკის (WB) საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) პროექტის საქართველოს სოფლის მეურნეობაში სასაწყობე ჩეკების პოტენციალის კვლევაეროვნული ექსპერტი; 2021 –2023წწ. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის საქართველოში თხილის წარმოების ზრდის ხელშეწყობა (GHIP)თხილის მთლიანი მარჟის კვლევის კონსულტანტი; სოფლის მეურნეობისა და აგრობიზნესის მოკლევადიანი საკონსულტაციო საქმიანობა საზღვარგარეთ: 2019–2020წწ. მსოფლიო ბანკის პროექტის სოფლის მეურნეობის პოლიტიკის მონიტორინგისა და შეფასების შესაძლებლობების განვითარება სომხეთში (სომხეთის რესპუბლიკა) საერთაშორისო პოლიტიკის მონაცემთა ექსპერტი; 08.2021 – 10.2021წწ. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა Feed the Future,  სოფლის მეურნეობისა და მიწის მართვის პროექტის (ALG) (ტაჯიკეთის რესპუბლიკა) საერთაშორისო ექსპერტი; 2021–2023წწ. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის ევროკავშირის მწვანე სოფლის მეურნეობის ინიციატივა სომხეთში (EU – GAIA) (სომხეთის რესპუბლიკა) მთლიანი მარჟის კვლევის საერთაშორისო კონსულტანტი / ტრენერი; 2022–2024წწ. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის Feed the Future, სოფლის მეურნეობისა და მიწის მართვის პროექტი (ALG) (ტაჯიკეთის რესპუბლიკა) საერთაშორისო ექსპერტი; 04.2024 – 05.2024წწ. ევროკავშირის პროექტის სოფლის მეურნეობის მხარდაჭერისა და ცოდნის ფონდის (ASK) (უზბეკეთის რესპუბლიკა) საერთაშორისო ექსპერტი; კვლევითი და ექსპერტული საქმიანობა: 11.2010 წლიდან ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი ექსპერტი.

წყარო: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: mepa.gov.ge


Share: