| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოსებ აბრამიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი 1995 წელს; თბილისის იურიდიული ინსტიტუტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 2000 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. 1998-2002წწ. - საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატში სპეციალისტი, უფროსი სპეციალისტი, წამყვანი სპეციალისტი; 2002-2003წწ. - საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ანალიზისა და დაგეგმვის სამმართველოს მრჩეველი, მინისტრის აპარატის თანაშემწე; 2004 წლის მაისში - საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურის უფროსი; 2004 წლის მაისიდან ივნისამდე - საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს იურიდიული განყოფილების პროკურორი; 2004 წლის ივნისიდან აგვისტომდე - საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის იურიდიული სექტორის პროკურორი; 2004 წლის აგვისტოდან მარტამდე - სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსი პროკურორი; 2007-2018წწ. - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტში სხვადასხვა პოზიციებზე: კონსულტანტი, უფროსი კონსულტანტი და სამმართველოს უფროსი; 2018 წლის იანვრიდან - გურჯაანის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. 2020 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

