| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იოსებ აბრამიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი 1995 წელს; თბილისის იურიდიული ინსტიტუტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 2000 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. 1998-2002წწ. - საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატში სპეციალისტი, უფროსი სპეციალისტი, წამყვანი სპეციალისტი; 2002-2003წწ. - საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ანალიზისა და დაგეგმვის სამმართველოს მრჩეველი, მინისტრის აპარატის თანაშემწე; 2004 წლის მაისში - საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურის უფროსი; 2004 წლის მაისიდან ივნისამდე - საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს იურიდიული განყოფილების პროკურორი; 2004 წლის ივნისიდან აგვისტომდე - საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის იურიდიული სექტორის პროკურორი; 2004 წლის აგვისტოდან მარტამდე - სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსი პროკურორი; 2007-2018წწ. - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტში სხვადასხვა პოზიციებზე: კონსულტანტი, უფროსი კონსულტანტი და სამმართველოს უფროსი; 2018 წლის იანვრიდან - გურჯაანის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. 2020 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

