The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თომა ჩაგელიშვილი

თომა ჩაგელიშვილი
დაბადების თარიღი:9 მაისი, 1972  (54 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, ჟურნალისტი, რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1994 წელს.

1995-1997წწ. ახალი ამბების სააგენტო "ბი-ჯი-აი" ჟურნალისტი, პარალელურად "ახალი რადიო", საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი; 1997-1998წწ. გაზეთები - "დრონი" და "საქართველოს გაზეთი", კორესპოდენტი; 1999 წელს ახალი ამბების სააგენტო "პრაიმ-ნიუსი", სპეციალური კორესპოდენტი; 2000-2001წწ. გაზეთი "ეკოდაიჯესტი", მთავარი რედაქტორის მოადგილე.  2001 წლიდან მუშაობს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ში. გადაღებული აქვს 30-ზე მეტი სატელევიზიო დოკუმენტური ფილმი საქართველოს მე-20 საუკუნის ისტორიის შესახებ. 2010 წელს ფონდ "ინტერნიუსთან" თანამშრომლობით გადაიღო დოკუმენტური სერიალი "ევროპის მეზობლები". 2010 წლიდან არის დოკუმენტური ფილმების სტუდიის "თი-სტუდია"-ს დამფუძნებელი. სულ გადაღებული აქვს 24 დოკუმენტური ფილმი, საქართველოს ისტორიის ცალკეულ, მაგრამ მნიშვნელოვან მოვლენებზე: "ილია ჭავჭავაძის მკვლელობა", "70-იანი წლების დისიდენტურ მოძრაობასთან ბრძოლა", "თბილისის ომი 1991–1992 წლები", "პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას სიკვდილი" და სხვა. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "ომის ნაკვალევი", "ბერლინის ახალი კედელი". სცენარის ავტორია ფილმების: "ხრუშჩოვი უნდა მოკვდეს", "მესხები", "ქართული ნაგაზი", "ომის ნაკვალევი", "ბერლინის ახალი კედელი".

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.geyoutube.com; ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.352

გააზიარე: