| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თომა ჩაგელიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1994 წელს. 1995-1997წწ. ახალი ამბების სააგენტო "ბი-ჯი-აი" ჟურნალისტი, პარალელურად "ახალი რადიო", საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი; 1997-1998წწ. გაზეთები - "დრონი" და "საქართველოს გაზეთი", კორესპოდენტი; 1999 წელს ახალი ამბების სააგენტო "პრაიმ-ნიუსი", სპეციალური კორესპოდენტი; 2000-2001წწ. გაზეთი "ეკოდაიჯესტი", მთავარი რედაქტორის მოადგილე. 2001 წლიდან მუშაობს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ში. გადაღებული აქვს 30-ზე მეტი სატელევიზიო დოკუმენტური ფილმი საქართველოს მე-20 საუკუნის ისტორიის შესახებ. 2010 წელს ფონდ "ინტერნიუსთან" თანამშრომლობით გადაიღო დოკუმენტური სერიალი "ევროპის მეზობლები". 2010 წლიდან არის დოკუმენტური ფილმების სტუდიის "თი-სტუდია"-ს დამფუძნებელი. სულ გადაღებული აქვს 24 დოკუმენტური ფილმი, საქართველოს ისტორიის ცალკეულ, მაგრამ მნიშვნელოვან მოვლენებზე: "ილია ჭავჭავაძის მკვლელობა", "70-იანი წლების დისიდენტურ მოძრაობასთან ბრძოლა", "თბილისის ომი 1991–1992 წლები", "პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას სიკვდილი" და სხვა. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "ომის ნაკვალევი", "ბერლინის ახალი კედელი". სცენარის ავტორია ფილმების: "ხრუშჩოვი უნდა მოკვდეს", "მესხები", "ქართული ნაგაზი", "ომის ნაკვალევი", "ბერლინის ახალი კედელი".
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

