| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გელა ბელქანია![]()
ბიოგრაფიაგალის რაიონის სოფელ ნაბაკევის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო სოფელ სიდას ჩაის მეურნეობაში ჩაის მკრეფავად, მანქანა "საქართველოს" მესაჭე იყო. პარალელურად "დოსააფის" სკოლაში სწავლობდა. 1988 წელს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, მსახურობდა ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ პრილუკში. სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ მუშაობა დაიწყო გალის შინაგან საქმეთა განყოფილებაში. 1992 წელს გელა ბელქანია თბილისის პოლიციის უმაღლესი აკადემიის კურსანტი გახდა. მონაწილეობდა აფხაზეთში მიმდინარე საომარ კონფლიქტში. დაიღუპა 1992 წლის 28 აგვისტოს გაგრის რაიონის სოფელ კოლხიდასთან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.
წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.79-80
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

