| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გელა ბელქანია![]()
Biographyგალის რაიონის სოფელ ნაბაკევის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო სოფელ სიდას ჩაის მეურნეობაში ჩაის მკრეფავად, მანქანა "საქართველოს" მესაჭე იყო. პარალელურად "დოსააფის" სკოლაში სწავლობდა. 1988 წელს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, მსახურობდა ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ პრილუკში. სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ მუშაობა დაიწყო გალის შინაგან საქმეთა განყოფილებაში. 1992 წელს გელა ბელქანია თბილისის პოლიციის უმაღლესი აკადემიის კურსანტი გახდა. მონაწილეობდა აფხაზეთში მიმდინარე საომარ კონფლიქტში. დაიღუპა 1992 წლის 28 აგვისტოს გაგრის რაიონის სოფელ კოლხიდასთან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.
წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.79-80
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

