The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით ჩიტაია

დავით ჩიტაია
Date of birth:5 December, 1961  (64 years)
Category:Historian, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობა 1984 წელს.

30 წელზე მეტია ეწევა პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას უმაღლეს სასწავლებლებში, როგორც სახელმწიფო ასევე კერძო უნივერსიტეტებში; სხვადასხვა წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქვემო ქართლის ფილიალის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე, სოხუმის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, დ. გურამიშვილის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ "იბერიის" რექტორი, თბილისის საერთაშორისო აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი; არჩეული იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საერთაშორისო უნივერსიტეტ "იბერიის", თბილისის საერთაშორისო აკადემიის პროფესორად; მისი სამეცნიერო კვლევების სფეროა საქართველოს ახალი და უახლესი ისტორია, კონფლიქტების ისტორია, ანთროპოლოგია, ეთნიკური ნაციონალიზმი, სეპარატიზმი და ეთნიკური კონფლიქტები, ქართულ-აფხაზური პოლიტიკური ურთიერთობების ისტორია; გამოქვეყნებული აქვს 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის სამეცნიერო სტატიები და ბროშურები, პუბლიცისტური წერილები, ორი მონოგრაფია, ერთი სახელმძღვანელო (თანაავტორობით); არის ათეულობით სადიპლომო, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომის მეცნიერ-ხელმძღვანელი, ასევე, სამეცნიერო ჟურნალებისა და კრებულების რედაქტორი და სარედაქციო საბჭოს წევრი; არაერთგზის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების მონაწილე: უკრაინა-კიევი, ინგლისი-ლონდონი, იტალია-არეცო, პერუჯა. ისტორიის დოქტორი (2001).

Bibliography


Share: