| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან ყოლბაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გალი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი 2000 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების დოქტორანტურა 2015 წელს; გავლილი აქვს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მოსამზადებელი კურსი მოსამართლეთა საკვალიფიკავციო გამოცდისთვის; გავლილი აქვს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს ტრენინგი - არასამთავრობო ორგანიზაციების როლი განვითარებად ქვეყნებში (ჩინეთი); სხვადასხვა დროს ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში, ადვოკატთა ტესტირება საერთო სპეციალიზაციით, პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა და მოსამართლის თანაშემწის საკვალიფიკაციო გამოცდა; 2019-2020წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 2001-2005წწ. - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოსა და თბილისის საოლქო სასამართლოებში სხდომის მდივანი, მოსამართლის თანაშემწე, მოქალაქეთა მიღებისა და კანცელარიის განყოფილების უფროსი; 2006-2010წწ. - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს იურიდიულ საკითხთა და საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი; 2010-2013წწ. - არასამთავრობო ორგანიზაციაში "დევნილთა მხარდაჭერისთვის" ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე; 2014-2015წწ. - აჭარის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურისტი (მთავარი სპეციალისტი); 2015-2021წწ. - სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის იურისტი. 2021 წლის ივნისიდან - ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

