| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან ყოლბაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გალი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი 2000 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების დოქტორანტურა 2015 წელს; გავლილი აქვს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მოსამზადებელი კურსი მოსამართლეთა საკვალიფიკავციო გამოცდისთვის; გავლილი აქვს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს ტრენინგი - არასამთავრობო ორგანიზაციების როლი განვითარებად ქვეყნებში (ჩინეთი); სხვადასხვა დროს ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში, ადვოკატთა ტესტირება საერთო სპეციალიზაციით, პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა და მოსამართლის თანაშემწის საკვალიფიკაციო გამოცდა; 2019-2020წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 2001-2005წწ. - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოსა და თბილისის საოლქო სასამართლოებში სხდომის მდივანი, მოსამართლის თანაშემწე, მოქალაქეთა მიღებისა და კანცელარიის განყოფილების უფროსი; 2006-2010წწ. - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს იურიდიულ საკითხთა და საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი; 2010-2013წწ. - არასამთავრობო ორგანიზაციაში "დევნილთა მხარდაჭერისთვის" ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე; 2014-2015წწ. - აჭარის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურისტი (მთავარი სპეციალისტი); 2015-2021წწ. - სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის იურისტი. 2021 წლის ივნისიდან - ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

