| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გოჩა ბოდაველი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა თიანეთი. 1977-1980 წლებში სწავლობდა თიანეთის პროფტექნიკურ სასწავლებელში მშენებელი ოსტატის სპეციალობაზე. სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან განთავისუფლების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის საავიაციო ქარხანასთან არსებულ 38-ე ტექნიკურ სასწავლებელში ზეინკლის სპეციალობაზე. შემდეგ მუშაობდა თბილისის საავიაციო ქარხანაში, ხოლო 1984 წლის სექტემბრიდან თიანეთში დაბრუნდა, მუშაობდა დამზადების გაეართიანების საწყობის გამგედ, 1988 წლიდან კი გაერთიანება "სოლანის" თიანეთის საწარმოო უბნის ზეინკალი იყო. გოჩა ბოდაველი იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური წევრი. 1991 წლიდან ჩაირიცხა საქართველოს ეროვნული გვარდიის რიგებში, მონაწილეობდა თიანეთის ასეულის შექმნასა და ფორმირებაში, სადაც ლეიტენანტის წოდებით ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ ოცეულს. გოჩა ბოდაველი, როგორც ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ლეგიონის ოფიცერი, 1992 წლის 13 აგვისტოდან ნაწილთან ერთად მონაწილეობდა აფხაზეთში მიმდინარე საომარ კონფლიქტსა და საბრძოლო ოპერაციებში. დაიღუპა 1992 წლის 2 სექტემბერს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.88-89
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

