The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გოჩა ბოდაველი

გოჩა ბოდაველი
Date of birth:19 July, 1962
Date of death:2 September, 1992  (at 30 years)
Burial location:დაბა თიანეთის სასაფლაო
Category:Military Person, Hero of Georgia

Biography

დაბადების ადგილი: დაბა თიანეთი.

1977-1980 წლებში სწავლობდა თიანეთის პროფტექნიკურ სასწავლებელში მშენებელი ოსტატის სპეციალობაზე.

სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან განთავისუფლების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის საავიაციო ქარხანასთან არსებულ 38-ე ტექნიკურ სასწავლებელში ზეინკლის სპეციალობაზე. შემდეგ მუშაობდა თბილისის საავიაციო ქარხანაში, ხოლო 1984 წლის სექტემბრიდან თიანეთში დაბრუნდა, მუშაობდა დამზადების გაეართიანების საწყობის გამგედ, 1988 წლიდან კი გაერთიანება "სოლანის" თიანეთის საწარმოო უბნის ზეინკალი იყო. გოჩა ბოდაველი იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური წევრი. 1991 წლიდან ჩაირიცხა საქართველოს ეროვნული გვარდიის რიგებში, მონაწილეობდა თიანეთის ასეულის შექმნასა და ფორმირებაში, სადაც ლეიტენანტის წოდებით ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ ოცეულს. გოჩა ბოდაველი, როგორც ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ლეგიონის ოფიცერი, 1992 წლის 13 აგვისტოდან  ნაწილთან ერთად მონაწილეობდა აფხაზეთში მიმდინარე საომარ კონფლიქტსა და საბრძოლო ოპერაციებში. დაიღუპა 1992 წლის 2 სექტემბერს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.88-89


Share: