The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეა არამაშვილი

თეა არამაშვილი
დაბადების თარიღი:21 აგვისტო, 1983  (42 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ბაკალავრის ხარისხით პოლიგრაფიაში 2004 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პოლიგრაფიის მაგისტრის ხარისხით 2007 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2011 წელს.

2007 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე: 2007 წლიდან არის ჟურნალ "ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა" ტექნიკური რედაქტორი, სარედაქციო კოლეგიის წევრი, გრაფიკული დიზაინერი; 2007-2009წწ. სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი, მოწვეული პედაგოგი; 2009-2013წწ. ასისტენტ-პროფესორი; 2013-2017წწ. ასოცირებული პროფესორი; 2017 წლიდან სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი, პროფესორი; 2018-2022წწ. სატრანსპორტო სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურის დარგობრივი კომისიის წევრი, მდივანი; 2018 წლიდან პროგრამა, "ბეჭდვითი მედიატექნოლოგიები" პროგრამის ხელმძღვანელი; 2019 წლიოდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი  სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი, პროფესიული მასწავლებელი-მოდული: 1. რასტრული გამოსახულების შექმნა და დამუშავება, სარეკლამო პროდუქციის წარმოება; 2. ტრადიციული ბეჭდვის პროცესი, ციფრული ბეჭდვა, ბეჭდვის შემდგომი პროცესების ტექნოლოგია (პროგრამა - ბეჭდვითი მედიატექნოლოგიები); 3. ინფორმაციული წიგნიერება (პროგრამები: გრაფიკული დიზაინის შესრულება, ბეჭდვითი მედიატექნოლოგიები, სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა, ავტომობილის ძრავას შეკეთება, ავტომობილის ელექტრული სისტემის შეკეთება, ჰაერის კონდიცირება); 2019 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი,  პროგრამა "გრაფიკული დიზაინის შესრულება", პროგრამის ხელმძღვანელი; 2019 წლიდან სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, პროფესიული მომზადების პროგრამებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების დარგის ექსპერტი, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მექანიკის ინჟინერიის და ტექნოლოგიის აკადემიური დოქტორი (2011), პროფესორი (2011). პოლიგრაფი.

სადისერტაციო თემა - "თანამედროვე ბეჭდვითი მედიის სამეცნიერო-ტექნიკური პრობლემები და მათი აღმოფხვრის რეკომენდაციები", დაიცვა 2011 წელს.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: