| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეა არამაშვილი![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ბაკალავრის ხარისხით პოლიგრაფიაში 2004 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პოლიგრაფიის მაგისტრის ხარისხით 2007 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2011 წელს. 2007 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე: 2007 წლიდან არის ჟურნალ "ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა" ტექნიკური რედაქტორი, სარედაქციო კოლეგიის წევრი, გრაფიკული დიზაინერი; 2007-2009წწ. სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი, მოწვეული პედაგოგი; 2009-2013წწ. ასისტენტ-პროფესორი; 2013-2017წწ. ასოცირებული პროფესორი; 2017 წლიდან სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი, პროფესორი; 2018-2022წწ. სატრანსპორტო სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურის დარგობრივი კომისიის წევრი, მდივანი; 2018 წლიდან პროგრამა, "ბეჭდვითი მედიატექნოლოგიები" პროგრამის ხელმძღვანელი; 2019 წლიოდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი, პროფესიული მასწავლებელი-მოდული: 1. რასტრული გამოსახულების შექმნა და დამუშავება, სარეკლამო პროდუქციის წარმოება; 2. ტრადიციული ბეჭდვის პროცესი, ციფრული ბეჭდვა, ბეჭდვის შემდგომი პროცესების ტექნოლოგია (პროგრამა - ბეჭდვითი მედიატექნოლოგიები); 3. ინფორმაციული წიგნიერება (პროგრამები: გრაფიკული დიზაინის შესრულება, ბეჭდვითი მედიატექნოლოგიები, სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა, ავტომობილის ძრავას შეკეთება, ავტომობილის ელექტრული სისტემის შეკეთება, ჰაერის კონდიცირება); 2019 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი, პროგრამა "გრაფიკული დიზაინის შესრულება", პროგრამის ხელმძღვანელი; 2019 წლიდან სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, პროფესიული მომზადების პროგრამებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების დარგის ექსპერტი, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მექანიკის ინჟინერიის და ტექნოლოგიის აკადემიური დოქტორი (2011), პროფესორი (2011). პოლიგრაფი. სადისერტაციო თემა - "თანამედროვე ბეჭდვითი მედიის სამეცნიერო-ტექნიკური პრობლემები და მათი აღმოფხვრის რეკომენდაციები", დაიცვა 2011 წელს. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

