The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ამბროსი მაისურაძე

ამბროსი მაისურაძე
Date of birth:1934  (92 years)
Category:Inventor, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელ წედისი, ონის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სამთო-სამშენებლო ტექნიკუმი 1953 წელს.

1953-1957წწ. მუშაობდა დონბასში (უკრაინა), სამთო ოსტატად, უბნის უფროსად. 1957 წლიდან მოღვაწეობს საქართველოში. სხვადასხვა დროს იყო გეოლოგიური პარტიის უბნის უფროსი, ბოლნისის ქვის დამმუშავებელი საამქროს უფროსი. არის რაციონალიზატორ-გამომგონებელი. მიღებული აქვს მრავალი საკავშირო და რესპუბლიკური პრემია. ეწეოდა დიდ საქველმოქმედო მოღვაწეობას. მისი პირადი დანაზოგებით მონაწილეობდა საქართველოს არაერთი ტაძრის მშენებლობაში. მისი სრული დაფინანსებით სოფელ წედისში აიგო დიდებული მემორიალი, რომელიც მიეძღვნა სოფელ წედისიდან პირველ და მეორე მსოფლიო ომებში დაღუპული მაისურაძეების ხსოვნას. ქალაქ ქუთაისში რეკონსცრუქცია გაუკეთდა პირველი ქართველი აკადემისტი მხატვრის გიორგი მაისურაძის საფლავს. 1996 წლიდან იყო ბოლნისის საკრებულოს წეგრი. სამშობლოს, რაჭის და საგვარეულოს წინაშე გაწეული უდიდესი ღვაწლის აღსანიშნავად მაისურაძეთა  მიერ 2002 წელს აღიარებულ იქნა "ღირსეულ გვარიშვილად".

წყარო: მაისურაძეთა გვარის მატიანე / ბადრი მაისურაძე. - თბილისი, 2023.-გვ.159, 246-147

Awards and Honors

  • ბოლნისის საპატიო მოქალაქე
  • ღირსების ორდენი

Share: