The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასილ მაისურაძე

ვასილ მაისურაძე
დაბადების თარიღი:1918  (108 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:გეოგრაფი, გეოლოგი, პედაგოგი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი წედისი, ონის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1941 ნელს.

1941 ნელს დაინიშნა წედისის საშუალო სკოლის მასწავლებლად, შემდეგ დირექტორად; 1942-1945წწ. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში; ომიდან დაბრუნდა კაპიტნის წოდებით; 1945-1956წწ. იყო წედისის საშუალო სკოლის დირექტორი; ამ წლებში მისი უშუალო ხელმძღვანელობით შექმნილმა სოფლის თვითშემოქმედების კოლექტივმა რესპუბლიკურ ოლიმპიადებზე დაიმსახურა მრავალი ჯილდო და სიგელი; 1956 ნლიდან მუშაობდა თბილისის 28-ე სკოლის სასწავლო ნაწილის გამგედ; არის ავტორი წიგნისა "წედისი"; გამოცემული აქვს ლექსების კრებული; აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთებში "რაეო" და "მაისურაძე"; იყო მაისურაძეთა საგვარეულო კავშირის ყველაზე აქტიური უხუცესი წევრი და მონაწილეობდა კავშირის მიერ ორგანიზებულ ყველა ღონისძიებაში. დაჯილდოვებული იყო ორდენით და ცხრა მედლით.

წყარო: მაისურაძეთა გვარის მატიანე / ბადრი მაისურაძე. - თბილისი, 2023. გვ.159-160; 205-206

ბიბლიოგრაფია

  • წედისი : გულით სატარებელი (ავტორი). - თბილისი, რაეო, 1997. - 16გვ.

გააზიარე: