| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვასილ მაისურაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი წედისი, ონის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1941 ნელს. 1941 ნელს დაინიშნა წედისის საშუალო სკოლის მასწავლებლად, შემდეგ დირექტორად; 1942-1945წწ. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში; ომიდან დაბრუნდა კაპიტნის წოდებით; 1945-1956წწ. იყო წედისის საშუალო სკოლის დირექტორი; ამ წლებში მისი უშუალო ხელმძღვანელობით შექმნილმა სოფლის თვითშემოქმედების კოლექტივმა რესპუბლიკურ ოლიმპიადებზე დაიმსახურა მრავალი ჯილდო და სიგელი; 1956 ნლიდან მუშაობდა თბილისის 28-ე სკოლის სასწავლო ნაწილის გამგედ; არის ავტორი წიგნისა "წედისი"; გამოცემული აქვს ლექსების კრებული; აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთებში "რაეო" და "მაისურაძე"; იყო მაისურაძეთა საგვარეულო კავშირის ყველაზე აქტიური უხუცესი წევრი და მონაწილეობდა კავშირის მიერ ორგანიზებულ ყველა ღონისძიებაში. დაჯილდოვებული იყო ორდენით და ცხრა მედლით. წყარო: მაისურაძეთა გვარის მატიანე / ბადრი მაისურაძე. - თბილისი, 2023. გვ.159-160; 205-206 Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

