The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნარო კოლხელი

ნარო კოლხელი
Legal name:ნარიმან იაშაღაშვილი
Date of birth:1957  (69 years)
Category:Writer, Journalist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ოჩამჩირე.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

იგი არის გინესის რეკორდსმენი მოთხრობებისა და რომანების სწრაფად წერაში. 1990 წელს საქართველოს მწერალთა და ჟურნალისტთა კავშირების ეგიდით საგანგებო ჟიურის მიერ მოცემულ თანამედროვე თემებზე 5 დღეში დაწერა 10 მოთხრობა; 1997 წელს ქ. ბათუმში სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირის თანადგომით, ასევე მოცემულ თემაზე "მეზღვაური და შავი პატარძალი" 36 საათსა და 25 წუთში (დასვენების გარეშე) დაწერა 123 გვერდის მოცულობის რომანი "ორი სიცოცხლე - ორი სიყვარული". 1999 წლის გაზაფხულზე რუსეთის საელჩოსა და კულტურის ცენტრის ეგიდით, გრიბოედოვის თეატრში 37 საათსა და 02 წუთში შექმნა 125-გვერდიანი რომანი "სიყვარულის ნოსტალგია".  გამოცემული აქვს პირველი სქელტანიანი ტომი რომანების ციკლისა "ღმერთების სევდა", "გაქვავებული ქალაქი", "ჟანგისფერი ყვავილი", "ლასარია", "ნაბიების ქვეყანა"), მუშაობს მეცნიერულ და პუბლიცისტურ თემებზეც.

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.117

Bibliography


Share: