| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გელა გოგიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. მცხეთა. 1988 წლის აგვისტოდან 1989 წლის დეკემბრამდე მუშაობდა სოფელ დიღმის მეურნეობაში ტრაქტორისტად, ამავე წლის 27 იანვარს მცხეთის რაიონის სამხედრო კომისარიატმა გელა გოგიშვილი მძღოლის სპეციალობის დასაუფლებლად გაგზავნა "დოსააფის" სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1989 წლის 20 ივნისს, იმავე წელს ჩააბარა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში და ჩაირიცხა ჰიდრომელიორაციის ფაკულტეტის დასწრებულ განყოფილებაზე. ეუფლებოდა სპორტის სხვადასხვა სახეს – ცურვას, ჭიდაობას, კრივს, კარატეს. მესამე კურსის სტუდენტი ჩაირიცხა საქართველოს ეროვნულ გვარდიაში, "თეთრი არწივიის" შემადგენლობაში. დაიღუპა სამაჩაბლოში 1992 წლის 13 ივნისს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი სამაჩაბლოში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.147-148
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

