The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გელა გოგოლაძე

გელა გოგოლაძე
Date of birth:17 August, 1965
Date of death:3 January, 1993  (at 27 years)
Category:Military Person, Hero of Georgia

Biography

დაბადების ადგილი: დაბა სურამი, ხაშურის რაიონი.

სწავლობდა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტში. სწავლის პერიოდში გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში, მსახურობდა ქ. ბრიანსკში. დაბრუნების შემდეგ მუშაობდა გ. დიმიტროვის სახელობის ბავშვთა სახლში ფიზიკური აღზრდის მასწავლებლად, სურამის I საშუალო სკოლაში მასწავლებლად, სურამის ტრავმატოლოგიურ საავადმყოფოში მასაჟისტად. საქართველოში ეროვნული მოძრაობის დაწყების დღიდან ჩაება საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. 1990-1991 წლებში იყო ხაშურის გვარდიის მეთაური. მონაწილეობდა თბილისში 1991-1992 წლების საომარ მოქმედებებში, იცავდა ეროვნულ ხელისუფლებას და მთავრობის სასახლეს. აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე ირიცხება საქართველოს ეროვნული გვარდიის №20 ბატალიონში შტაბის უფროსად. აღნიშნული ნაწილი სოხუმში იარაღის საწყობს იცავდა. დაიღუპა 1993 წლის 3 იანვარს საწყობზე თავდასხმის დროს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. 

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.154


Share: