| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნატო კორსანტია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი რეჩხი, გალის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1982 წელს. მუშაობდა გაზეთების "ახალგაზრდა კომუნისტი" და "დვრიტას" რედაქციებში; 1990-1993წწ. იყო ქალაქ გალის რაიონული გაზეთის "სათანჯოს" რედაქტორი; 1993 წლიდან "ახალგაზრდა ივერიელის" რედაქციაში; 1998 წელს მუშაობას აგრძელებს "დილის გაზეთის" რედაქციაში ჯერ კორესპონდენტად, შემდეგ განყოფილების რედაქტორად; 1998 წლიდან პარალელურად რედაქტორობს გალის რაიონულ გაზეთ "სათანჯოს", რომელიც მთლიანად აფხაზეთის პრობლემატიკას აშუქებს; 1999 წელს გამოსცა აფხაზეთის პრობლემების ამსახველი პუბლიცისტური წერილების კრებული. წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.123 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

