| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შოთა ქურდაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი იტრია, ხაშურის რაიონი. დაამთავრა ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქ. გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი 1949 წელს; 1952-1955 წლებში ქართული ლიტერატურის სწავლების მეთოდიკის განხრით გაიარა ასპირანტურის კურსი იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიკის ინსტიტუტში. პედაგოგიური საქმიანობა დაიწყო 1949 წელს ხაშურის რაიონში, იყო სოფლების: ალის, ქემფრის, სურამის საშუალო სკოლებისა და პროფესიული ტექნიკური სასწავლებლის ჯერ მასწავლებელი, შემდეგ დირექტორი; 1958 წლიდან მუშაობდა ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქ. გორის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში (შემდგომში გორის უნივერსიტეტი) მეთოდისტის, დოცენტისა და პროფესორის თანამდებობებზე; ეწეოდა აქტიურ ადმინისტრაციულ საქნიანობას, როგორც დეკანი და შემდეგ პრორექტორი სასწავლო-სამეცნიერო დარგში; სხვადასხვა დროს იყო ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგე, პრორექტორი სასწავლო-სამეცნიერო დარგში; მასწავლებელთა დახელოვნების გორის ზონალური ინსტიტუტის დირექტორი; იკვლევდა პედაგოგიკისა და ქართული ლიტერატურის სწავლების მეთოდიკის საკითხებს. პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1973). Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

