| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა ქურდაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი იტრია, ხაშურის რაიონი. დაამთავრა ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქ. გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი 1949 წელს; 1952-1955 წლებში ქართული ლიტერატურის სწავლების მეთოდიკის განხრით გაიარა ასპირანტურის კურსი იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიკის ინსტიტუტში. პედაგოგიური საქმიანობა დაიწყო 1949 წელს ხაშურის რაიონში, იყო სოფლების: ალის, ქემფრის, სურამის საშუალო სკოლებისა და პროფესიული ტექნიკური სასწავლებლის ჯერ მასწავლებელი, შემდეგ დირექტორი; 1958 წლიდან მუშაობდა ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქ. გორის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში (შემდგომში გორის უნივერსიტეტი) მეთოდისტის, დოცენტისა და პროფესორის თანამდებობებზე; ეწეოდა აქტიურ ადმინისტრაციულ საქნიანობას, როგორც დეკანი და შემდეგ პრორექტორი სასწავლო-სამეცნიერო დარგში; სხვადასხვა დროს იყო ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგე, პრორექტორი სასწავლო-სამეცნიერო დარგში; მასწავლებელთა დახელოვნების გორის ზონალური ინსტიტუტის დირექტორი; იკვლევდა პედაგოგიკისა და ქართული ლიტერატურის სწავლების მეთოდიკის საკითხებს. პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1973). ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

