The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შოთა ქურდაძე

შოთა ქურდაძე
Date of birth:17 August, 1926
Date of death:11 August, 2017  (at 90 years)
Category:Scientist, Educator, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი იტრია, ხაშურის რაიონი.

დაამთავრა ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქ. გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინ­სტი­ტუ­ტი 1949 წელს; 1952-1955 წლებში ქართული ლიტერატურის სწავლების მეთოდიკის განხრით გაიარა ას­პირანტურის კურსი იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიკის ინ­სტი­ტუ­ტში. 

პედაგოგიური საქმიანობა დაიწყო 1949 წელს ხაშურის რაიონში, იყო სოფლების: ალის, ქემ­ფ­რის, სურამის საშუალო სკოლებისა და პროფესიული ტექნიკური სასწავლებლის ჯერ მას­წავ­ლე­ბელი, შემდეგ დირექტორი; 1958 წლიდან მუშაობდა ნიკოლოზ ბარათაშვილის სა­ხე­ლო­ბის ქ. გორის სახელმწიფო პე­და­გო­გი­ურ ინსტიტუტში (შემდგომში გორის უნივერსიტეტი) მეთოდისტის, დოცენტისა და პრო­ფე­სო­რის თანამდებობებზე; ეწეოდა აქტიურ ადმინისტრაციულ საქნიანობას, როგორც დე­კანი და შემდეგ პრორექტორი სასწავლო-სამეცნიერო დარგში; სხვადასხვა დროს იყო ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენი­სა და ლი­ტერატურის კათედრის გამგე, პრორექტორი სასწავლო-სამეცნიერო დარგში; მას­წავ­ლე­ბელ­თა დახელოვნების გორის ზონალური ინსტიტუტის დირექტორი; იკვლევდა პედაგოგიკისა და ქართული ლიტერატურის სწავლების მეთოდიკის საკითხებს. პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1973).

Member of Organizations

  • საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკედემია, წევრი
  • საქართველოს პედაგოგიური საზოგადოება, წევრი

Awards and Honors

  • 2010 - გორის საპატიო მოქალაქე
  • 2001 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედალი
  • 1996 - ღირსების მედალი
    პედაგოგიური მეცნიერების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის აღზრდა-განვითარების საქმეში ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის
  • გიორგი ხარაულის სახელობის მედალი

Bibliography


Share: