| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ ბოლქვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. ცეკვას დაეუფლა მოსწავლეთა თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ ანსამბლში (ხელმძღვანელი ენვერ ხაბაძე). 1953-1966 წლებში წარმატებით გამოდიოდა ბათუმის პიონერთა პარკის ცეკვის ანსამბლ "გაზაფხულის" შემადგენლობაში (ხელმძღვანელები ე. ხაბაძე და ზ. ლაზიშვილი). 1966 წელს გახდა მოსწავლეთა მხატვრული თვითმოქმედების რესპუბლიკური ფესტივალის ლაურეატი. იმავე წელს მოცეკვავედ ჩაირიცხა აჭარის მ. კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ ანსამბლში. ხელმძღვანელობდა ბათუმის სხვადასხვა სკოლაში მოსწავლეთა თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ კოლექტივებს. 1977 წლიდან იგი აჭარის მ. კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ჯგუფის პედაგოგ-რეპეტიტორად დანიშნეს. არის მოსწავლეთა მხატვრული თვითმოქმედების რესპუბლიკური ფესტივალის ლაურეატი (1966, 1967 წლები). წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988, გვ.178 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

