| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეიმურაზ ბოლქვაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. ცეკვას დაეუფლა მოსწავლეთა თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ ანსამბლში (ხელმძღვანელი ენვერ ხაბაძე). 1953-1966 წლებში წარმატებით გამოდიოდა ბათუმის პიონერთა პარკის ცეკვის ანსამბლ "გაზაფხულის" შემადგენლობაში (ხელმძღვანელები ე. ხაბაძე და ზ. ლაზიშვილი). 1966 წელს გახდა მოსწავლეთა მხატვრული თვითმოქმედების რესპუბლიკური ფესტივალის ლაურეატი. იმავე წელს მოცეკვავედ ჩაირიცხა აჭარის მ. კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ ანსამბლში. ხელმძღვანელობდა ბათუმის სხვადასხვა სკოლაში მოსწავლეთა თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ კოლექტივებს. 1977 წლიდან იგი აჭარის მ. კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ჯგუფის პედაგოგ-რეპეტიტორად დანიშნეს. არის მოსწავლეთა მხატვრული თვითმოქმედების რესპუბლიკური ფესტივალის ლაურეატი (1966, 1967 წლები). წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988, გვ.178 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

