| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რომან მაისურაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ქალაქ რუსთავის მუშა ახალგაზრდობის საშუალო სკოლა; ქალაქ მაგნიტოგორსკის სამთო-მეტალურგიული ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკაულტეტი; პარალელურად დაამთავრა ქალაქ ჩელიაბინსკის მილიციის სკოლა და მიენიჭა ოფიცრის წოდება. 1963-1969წწ. მუშაობდა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის საკონტროლო-საზომი ხელსაწყოების ლაბორატორიაში და რუსთავის ქიმიური ბოჭკოს ქარხანაში ელექტრო ზეინკლად; იყო რუსთავის "მეტალურგი"-ს და წალენჯიხის "სქური"-ს გუნდების წევრი; 1971 წელს მუმაობა დაინყო მაგნიტოგორსკის შინაგან საქმეთა სამმართველოში უბნის ინსპექტორის თანამდებობაზე, მომკვლევად სისხლის სამართლის საქმეებზე; განსაკუთრებით საშიში სისხლის სამართლის საქმის გახსნისა და დამნაშავეთა დაკავებისთვის გამოცხადებული აქვს სსრ შს მინისტრის მადლობა; 1979 ნელს ბრუნდება საქართველოში და სამსახურს აგრძელებს ქალაქ თბილისის შინაგან საქმეთა სისტემაში; მუშაობს სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე: მინიჭებული აქვს სპეციალური წოდება "პოლიჟიის პოლკოვნიკი"; 1976 წელს კალინინგრადში გამოაქვეყნა მეცნიერულ–კვლევითი ნაშრომი "კვანძებისა და აგრეგატების გამძლეობა краз-ის და маз–ის მარკების საავტომობილო ტრანსპორტის". არის მაისურაძეთა საგვარეულო კავშირის დამფუძნებელი და მაისურაძეთა მოძრაობის აქტიური მონაწილე. წყარო: მაისურაძეთა გვარის მატიანე / ბადრი მაისურაძე. - თბილისი, 2023. გვ.167
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

