| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თენგიზ გუგუნაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი საცხენისი, გარდაბნის რაიონი. დაამთავრა თბილისის სავაჭრო-ეკონომიკური ტექნიკუმის სამრეწველო განყოფილება 1970 წელს. 1980 წელს გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში, ქ. ჩოგოევში. მუშაობდა ახალსოფლის სასოფლო საბჭოში ბუღალტრად, მცირე საწარმოო "ამბარის" დირექტორად. იყო ახალსოფლის საკრებულოს დეპუტატი, სახალხო ფრონტისა და საზოგადოება "საძმოს" და "სვანეთის" წევრი. იბრძოდა ცხინვალის სხვადასხვა სოფლებში. მონაწილეობდა ლტოლვილების ჩამოყვანა-დაბინავებაში. შემდეგ ჩაირიცხა საქართველოს ეროვნულ გვარდიაში, მსახურობდა თიანეთის ნაწილში ასმეთაურის მოადგილედ. გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე დააწინაურეს, მისი ნაწილი ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ლეგიონში გადმოიყვანეს, სადაც თენგიზ გუგუნაშვილი მეთაურად დანიშნეს. 1991 წლის 3 მაისიდან ცხინვალში იბრძოდნენ, 21 ივლისს წავიდნენ აფხაზეთში, იბრძოდნენ ბიჭვინთაში. დაიღუპა 1991 წლის 31 აგვისტოს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.162-163 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

