The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ხუტა გაბისონია

ხუტა გაბისონია
Date of birth:25 March, 1920
Date of death:15 July, 1976  (at 56 years)
Category:Dancer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. გალი.

ცეკვავდა 1935 წლიდან; განსაკუთრებით გამოარჩევდნენ ცეკვებს: "მთიულური", "აფხაზური", "კავკასიური", "სვანური", "სიმდი"; 1938 წელს "მთიულურის" შესრულებისათვის ქართული ხალხური ცეკვების ინდივიდუალურ შემსრულებელთა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონკურსზე პირველი ადგილი და ფულადი ჯილდო დაიმსახურა; იმავე წელს იგი მიიწვიეს აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში (ქორეოგრაფი რ. აგრბა); 1938 წელს საქართველოს მშრომელთა მხატვრული თვითმოქმედების მეხუთე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე, თბილისში "მთიულურის" უბადლო შესრულებისთვის ხ. გაბისონიას კვლავ პირველი ადგილი და ფულადი პრემია მიანიჭეს; 1942 წლამდე იგი აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში ცეკვავდა, ხოლო 1942 წელს, ფრონტის ხაზთან მიწვეულმა, შექმნა მოცეკვავეთა ბრიგადა და 242-ე  ქართველ მსროლელთა დივიზიაში დარჩა; 1943 წლის დასასრულს სოხუმში დაბრუნდა და კვლავ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში განაგრძო მუშაობა; 1958 წელს თბილისში აფხაზეთის ლიტერატურის და ხელოვნების დეკადაზე წარმატებული გამოსვლისათვის საპატიო სიგელით დაჯილდოვდა. 

წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988, გვ.183

Awards and Honors

  • 1972 - აფხაზეთის დამსახურებული არტისტი

Share: