The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაქარია ვეშაპური

ზაქარია ვეშაპური
სხვა სახელი:ზაზა ვეშაპური
დაბადების თარიღი:1 აპრილი, 1969
გარდაცვ. თარიღი:29 აგვისტო, 1992  (23 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1976 წლიდან ვარჯიშობდა ნაძალადევის რაიონის მოჭიდავეთა კლუბში. დაჯილდოებული იყო სიგელებით, დიპლომებით, მონაწილეობა მიღებული აქვს სხვადასხვა რანგის შეჯიბრებაში, კიევში, ხარკოვში, ბაქოში, ერევანში, მოსკოვში, საიდანაც ყოველთვის I და II ხარისხის დიპლომებით ბრუნდებოდა. 1987 წელს გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში. 1988 წელს მიენიჭა სპორტის ოსტატის წოდება, ხოლო 1989 წელს ჩააბარა მილიციის უმაღლეს სკოლაში. იმავე წლის 23 ნოემბრიდან იბრძოდა ცხინვალის რეგიონში. დაიღუპა აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედების დროს, 1992 წლის 29 აგვისტოს გაგრასა და  კოლხიდაში, საბრძოლო პოზიციის დაცვისას. აქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.189-190


გააზიარე: