| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზაქარია ვეშაპური![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1976 წლიდან ვარჯიშობდა ნაძალადევის რაიონის მოჭიდავეთა კლუბში. დაჯილდოებული იყო სიგელებით, დიპლომებით, მონაწილეობა მიღებული აქვს სხვადასხვა რანგის შეჯიბრებაში, კიევში, ხარკოვში, ბაქოში, ერევანში, მოსკოვში, საიდანაც ყოველთვის I და II ხარისხის დიპლომებით ბრუნდებოდა. 1987 წელს გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში. 1988 წელს მიენიჭა სპორტის ოსტატის წოდება, ხოლო 1989 წელს ჩააბარა მილიციის უმაღლეს სკოლაში. იმავე წლის 23 ნოემბრიდან იბრძოდა ცხინვალის რეგიონში. დაიღუპა აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედების დროს, 1992 წლის 29 აგვისტოს გაგრასა და კოლხიდაში, საბრძოლო პოზიციის დაცვისას. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.189-190
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

