| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მამული ზაქრაძე![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი მათემატიკოსის კვალიფიკაციით 1972 წელს; საქართველოს მეცნიერაბათა აკადემიის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტურა 1983 წელს. 1972-1983წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლითი ცენტრი, მიახლოებითი ანალიზის განყოფილება, უმცროსი მეცნიერ-მუშაკი; 1983 წლიდან მუშაობს ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის გამოთვლითი მეთოდების განყოფილებაში: 1983-1986წწ. უმცროსი მეცნიერი-თანამშრომელი; 1986-1989წწ. მეცნიერი-თანამშრომელი; 1989-2014წწ. უფროსი მეცნიერი-თანამშრომელი; 2014 წლიდან მთავარი მეცნიერი-თანამშრომელი (განყოფილების ხელმძრვანელი). გამოქვეყნებული აქვს 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. პუბლიკაციებში ძირითადად განხილულია მათემატიკური ფიზიკის სასაზღვრო ამოცანების მიახლოებით ამოხსნის ალბათური, კონფორმულ ასახვათა და ფუნდამენტურ ამოხსნებზე დაფუძნებული მეთოდები. არის სტუ-ს ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის გამოთვლითი მეთოდების განყოფილების გამგე და სამეცნიერო საბჭოს წევრი. მისი ხელმძღვანელობით დაცულია რამდენიმე საკანდიდატო დისერტაცია. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციაში, ასევე რამდენიმე საგრანტო პროექტში. ფიზიკა-მათემატიკის აკადემიური დოქტორი (2006). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ვებგვერდი: my.gtu.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

