The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქრისტინე კოპალიანი

ქრისტინე კოპალიანი
დაბადების თარიღი:15 სექტემბერი, 1990  (35 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2011 წელს; 2011 წელს ჩააბარა ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა; 2012-2013წწ. USAID-ის ეგიდით გაიარა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და სისხლის სამართლის პროცესი; 2013 წელს დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრატურა; 2015 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა; 2018 წელს იყო მართლმსაჯულების ზამთრის სკოლის მსმენელი; 2020-2021წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2011-2015წწ. - ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სხდომის მდივანი; 2015-2017წწ. - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროსი; 2017-2019წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე; 2019-2020წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების უფროსი; 2022-2023წწ. - საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლის თანაშემწე; 2023 წლის თებერვლიდან - რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: