| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ქრისტინე კოპალიანი![]()
Biographyდაამთავრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2011 წელს; 2011 წელს ჩააბარა ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა; 2012-2013წწ. USAID-ის ეგიდით გაიარა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და სისხლის სამართლის პროცესი; 2013 წელს დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრატურა; 2015 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა; 2018 წელს იყო მართლმსაჯულების ზამთრის სკოლის მსმენელი; 2020-2021წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 2011-2015წწ. - ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სხდომის მდივანი; 2015-2017წწ. - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროსი; 2017-2019წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე; 2019-2020წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების უფროსი; 2022-2023წწ. - საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლის თანაშემწე; 2023 წლის თებერვლიდან - რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

