The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელენე გოგიაშვილი

ელენე გოგიაშვილი
დაბადების თარიღი:17 აგვისტო, 1975  (50 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, ფილოლოგი, ფოლკლორისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისში.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1997 წელს და ასპირანტურა ფოლკლორისტიკის სპეციალობით 2001 წელს; 2002 წელს მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი სადისერტაციო თემისთვის "ჯადოსნური ზღაპრის მითოსური და რელიგიური ასპექტები" (ხელმძღვანელი ზურაბ კიკნაძე).

1998-1999 წლებში იყო Günther-Findel-Stiftung სტიპენდიატი; 2000-2002 წლებში - მაინცის ევროპის ისტორიის   ინსტიტუტის სტიპენდიატი; 2004-2005, 2009, 2011 წლებში - DAAD სტიპენდიატი; 2005 და 2007 წლებში - ვოლფენბიუტელის ჰერცოგ აუგუსტის ბიბლიოთეკის სტიპენდიატი; 2008-2009 წლებში - ფრიც ტისენის ფონდის სტიპენდიატი ერფურტის უნივერსიტეტში და გოთას სამეცნიერო ბიბლიოთეკაში; 2006 წლიდან კითხულობს ლექციებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე; თსუ ქართული ლიტერატურის ისტორიის ს / ს ინსტიტუტის ფოლკლორისტიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი. ეთნოლოგების მანანა შილაკაძისა და ანზორ გოგიაშვილის შვილი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • The International Society for Folk Narrative Research (ISFNR), წევრი (2015-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2021 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია (ქართველოლოგიის დარგში წიგნისთვის)
    აღმოსავლეთი და დასავლეთი ქართულ ხალხურ ზღაპრებში : ზეპირი და ლიტერატურული ტრადიციები / ავტორთა კოლექტივი: ელენე გოგიაშვილი, დარეჯან გარდავაძე, ანდრო გოგოლაძე, ნინო ქავთარაძე, თეა თათეშვილი.- თბილისი,2019.-368გვ.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: